Сообщения

Сообщения за 2013
Изображение
ქართულ ლიტერატურასთან ინტეგრირებული თემატური გაკვეთილი  "იავნანამ რა ჰქმნა?!"  (5კლასი) ისტ-ის აქტივობები: ფილმიდან კონკრეტული ეპიზოდების ჩვენება; ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის გაცნობა ფოტომასალის ჩვენებით. მიზანი: ფოტომასალისა და ფილმის ჩვენებით ცოდნის გამდიდრება-განმტკიცება; თვალსაჩინობების ჩვენებით მოსწავლეთა მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესება; შედეგი: მოსწავლე იყენებს გამოსახულებითა და აუდიო მასალით მიღებულ ცოდნას; ადარებს ლიტერტურული ტექსტისა და მიღებული დამატებით ცოდნას ერთამნეთს, რათა გადმოსცეს საკუთარი აზრები და იდეები. გაკვეთილის პროცესის ამსახველი სურათები:
საგანმანათლებლო სასწავლო თემა-პრეზენტაციები (6კლასი) საქართველო მიზანი: მოსწავლის მიერ შედეგის მიღების მიზნით სამუშაოს დაგეგმვა; ინფორმაციის ინტერნეტით მოძიება, კვლევა ისტ-ის გამოყენებით; მოკვლეული მასალის პრეზენტაცია; ისტ-ის უნარ-ჩვევების გამომუშავება-განმტკიცება საგნობრივი დავალების შესასრულებლად. შედეგი: მოსწავლე შედეგის მიღების მიზნით გეგმავს სამუსაოს, იძიებს მითითებებს, აღწევს მოსალოდნელ ეფექტს;  ისტ-ის გამოყენებით მოიძიებს ინტერნეტით სასურველ ინფორმაციას, ფოტომასალას; აკეთებს მოკვლეული მასალი პრეზენტაციას; მოსწავლე გამოიმუსავებს და განამტკიცებს ისტ-ის უნარ-ჩვევებს სხვადასხვა საგნობრივი დავალებების შესასრულებლად.