პროექტები


სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური პროექტის ხელმძღვანელი  - ლეილა ჭელიძე

სსიპ ქალაქ თბილისის N180 საჯარო სკოლა
თემის მონახაზი თემის დასახელება ,,ნუ იქნები- ბულერი!“  მე-12 კლასი საბაზო საფეხური, განხორციელების დროის ჩარჩო 4 კვირა, აზროვნების ზედა დონის უნარები თანამშრომლობა, დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება პრობლემა/პროექტის აქტუალურობა.
დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება, ვიდრე ეს იყო წინა თაობაში. ასე რომ, როლური ურთიერთობები და თუნდაც ჯერ კიდეც გაუაზრებლად, მაგრამ სხვაზე ზეგავლენის მოპოვების სურვილიც ადრეულ, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს. ბულინგი-მოზარდებს შორის ძალადობაა. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ, ამიტომ სრულიად შესაძლებელია ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქმედებები ბულერის ქმედებების ანალოგიური იყოს. ამავე დროს მათ ხშირ შემთხვევაში არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან, რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
მიზანი:
Ø  მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებულ ინფორმაციის დამუშავება
Ø  ტექნოლოგიების გამოყენება;
Ø  გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, დასკვნების გამოტანა;
Ø  პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლებთან, ისე ფართო საზოგადოებისათვის.
პროექტის მდგრადობა
პროექტი მდგრადია, რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. კლასის ხელმძღვანელი ხომ მოსწავლეებს უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ამიტომ პროექტის შემდგომ პერიოდში რეგულარულად მოხდება პროექტის თემაზე სამუშაო შეხვედრები, ჯგუფური დისკუსიები, კლასის საათებზეც მოხდება ფილმების ჩვენება და მათი ანალიზი და . ., ვფიქრობ ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ყველა სიახლე განთავსდება პროექტის ბლოგზე.
პროექტის პირველ ეტაპზე ვაწყობთ ფილმის ერთობლივად ჩვენებას სოციალური პრობლემის-,,ბულინგისთემაზე და ვმართავთ დისკუსიას.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაყოფილები არიან ოთხ ჯგუფებად, რომლებსაც განაწილებული აქვთ ბულინგის ოთხი მიმართულება: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, კიბერბულინგი და ფიზიკური ბულინგი.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახარისხებენ, ალაგებენ შინაარსობრივად, ატარებენ ქუჩის გამოკითხვას, სტუმრობენ სამართლებლივ ორგანოებს და საავადმყოფოებს ბულინგის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკის დასადგენად, ახდენენ მოგროვილი მასალის თავმოყრას პროგრამაში PowerPoint, ქმნიან ბლოგს პროექტის პროდუქტების განსათავსებლად და ამზადებენ ბუკლეტს საზოგადოებაში გასავრცელებლად, იღებენ ფილმს, ბოლოს აწყობენ დასრულებული პროექტის პრეზენტაციას სკოლის საკონფერენციო დარბაზში სასურველი ფორმატით.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები
პროექტის მსვლელობისას ხელისშემსლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:
· ქუჩის გამოკითხვის ჩასატარებლად დაგეგმილ დღეს ცუდი ამინდი (ქარი) ;
· ინტერვიუერის მხრიდან უარი;
· ტექნოლოგიური პრობლემა ფილმის გადაღების დროს.
კარი I.
სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. XII.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ. XII.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
· ჯგუფების შექმნა და საქმიანობების გადანაწილება; (2დღე)
· ფილმის სცენარის მოფიქრება,  გადაღება,მონტაჟი – (8 დღე)
· ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება ( 3 დღე)
· ქუჩის გამოკითხვა, ინტერვიუები - ( 3 დღე)
· პრეზენტაციების მომზადება პროგრამაში Powerpoint; ( 4 დღე)
· ბუკლეტის ელქტრონული  ვერსიის მომზადება და დაბეჭდვა; (5 დღე)
· პროექტის პრეზენტაციის მოწყობა და ბუკლეტების დარიგება. (ოქტომბრის 18 რიცხვისთვის) დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები
· მივცემ დამატებით დროს კვლევის ჩასატარებლად;
· დავურიგებ პროდუქტების შაბლონებს, როგორიც არის, მაგალითად, ბუკლეტის შაბლონი პროექტის წარმატების ხელშესაწყობად;
· მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ;
· მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით;
· ვთხოვ მოსწავლეს, შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას;
· ნებას დავრთავ მოსწავლეებს, შემომთავაზონ თავიანთი  დავალებები, რომლებიც ჩემს მიერ მიცემული დავალებების ეკვივალენტურია.
· მივცემ მოსწავლეებს საშუალებას, რომ პროექტის განმავლობაში სირთულის დონე თავად აირჩიონ.
შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები
პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე, თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს მსვლელობას. საჭიროების შემთხვევაში მივცე მათ დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი. პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი. შეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოხდება მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება კითხვარის გამოყენებით. თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარება შეძლონ შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, დამეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში. (შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართების სახით) პროექტისთვის საჭირო მასალები:
ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
ფოტოკამერა კომპიუტერ, ციფრული კამერა
პრინტერი, პროექტორი.
სხვა რესურსები
ადამიანური რესურსები: მშობლები, საზოგადოება, მედიცინისა და პოლიციის მუშაკები.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога