სოციალური პროექტი - „კინო სკოლაში“


პროექტის სახელწოდება : „კინო სკოლაში“
ქართული ფილმის ისტორია მოიცავს  100 წლისთავს.
კინო სკოლაში- საშუალებას იძლევა კინოგანათლება ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი მოსწავლეებისათვის, რაც ახალ თაობას განუვითარებს აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების გაანალიზების უნარს. ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ნახონ საინტერესო ფილმები, გაანალიზონ, წერონ რეცენზიები, მოაწყონ დისკუსიები.


პროექტის მთავარი იდეა (თემა):  
პროექტის იდეა გაჩნდა 12 კლასელების  მშობლებთან შეხვედრების პროცესში, ისინი აღნიშნავდნენ, რომ კომპიუტერთან მუდმივი კონტაქტი აქვთ მათ შვილებს, უყურებენ ბევრ არასასურველ ფილმებს. ამონტაჟებენ ვიდეო რგოლებს, იღებენ სამოყვარულო მინი ფილმებს. როგორც კლასის დამრიგებელმა გადავწყვიტე განმეხორციელებინა,  აღნიშნული პროექტი - კინო სკოლაში.

პროექტის აქტუალობა: ჩვენს საზოგადოებაში, ირგვლივ, ჯეროვნად არ შუქდება,   ნაკლები ინფორმაციაა, ქართული კინომეტაგრაფიის შესახებ, რაც იწვევს მოსწავლე ახალგაზრდებში, გაუცხოვებას ქართული ფილმების მიმართ.

პროექტის მიზნები:  ჩვენი მომავალ თაობებს ვაყურებინოთ და შევაყვაროთ ქართული  ფილმები,  მიიღონ ცოდნა ქართული  კინომატოგრაფიის შესახებ, შევცვალოთ დამოკიდებულება,  მხოლოდ უცხოური ფილმების ყურების, არც მოსწავლეებს და არც მშობლებს არ აქვთ გააზრებული, თუ რა უარყოფით შედეგს იწვევს ესეთი მიდგომა.

ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
§  ჯგუფების შექმნა და საქმიანობების გადანაწილება;
§  მიზნის გაცნობა;
§  ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება.
§  ფილმების მოძიება, დახარისხება.




პროექტის აქტუალურობის დასაბუთება:  პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენმა ახალმა თაობამ ქართული ფილმების მეშვეობით,  გაიგოს და აღითქვას XX-საუკუნის, ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრება, დამოკიდებულება, ურთიერთობა.


პროექტის მიმდინარეობა: სამიზნე ჯგუფი დავყავი, მცირე ჯგუფებად და გადავანაწილე, შემდეგი დავალებები. თითოეულმა ჯგუფმა ქვემოთ ჩამონათვალიდან, აირჩიონ ნებისმიერი სამი ფილმი და მოამზადოს პრეზენტაცია, ჩემს მიწოდებული კითხვარის მიხედვით.


60 ქართული ფილმი,რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს:


 მიმინო, 1977
დათა თუთაშხია,  1964
უძინართა მზე, 1992
ფესვები, 1987
გასეირნება ყარაბაღში, 2005
გასეირნება ყარაბაღში 2, – კონფლიქტის ზონა 2009
ბოლო გასეირნება, 2012
არა, მეგობარო 1992
ნატვრის ხე, 1976
თეთრი ბაირაღები, 1990
ზღვარზე, 1993
იმერული ესკიზები, 1979
გაღმა ნაპირი, 2009
სიყვარული ყველას უნდა, 1980
ლომა, 1986
მაგდანას ლურჯა, 1955
ჯაყოს ხიზნები, 2009
იყო შაშვი მგალობელი,  1976
გიორგობისთვე, 1966
ქეთო და კოტე, 1948
უკანასკნელი მაძიებელი, 2006
ვერის უბნის მელოდიდები, 1973
ჭრიჭინა, 1954
პირველი მერცხალი, 1975
ბურთი და მოედანი, 1961
ცისფერი მთები, 1983
მანდარინები, 2013
კუჩხი ბედინერი, 1978
კოჯრის ტყის სიზმრები, 1978
თოჯინები იცინიან, 1962
შერეკილები, 1973
ჩიორა, 1984
კუკარაჩა, 1982
დღე უკანასკნელი, დღე პირველი, 1959
ბაშიაჩუქი, 1956
სიმინდის კუნძული, 2014
ხარება და გოგია, 1987
საბუდარელი ჭაბუკი, 1957
ჭრელი პეპელა, 1981
ვინ მოკლა ილია, 2014
ჯარისკაცის მამა, 1964
მეორე მსოფლიო ომი და ქართველები, 2007
გიორგი სააკაძე, 1943
მარიტას გარდაცვალება, 2010
247 გრადუსი ფარენგეიტით, 2011
გარიგება, 1993
მონანიება, 1987
ღვინის ქურდები, 1975
ხევისბერი გოჩა, 1964
ღიმილის ბიჭები, 1969
ფეოლა, 1970
არარეალური სახლი, 2015
ლონდრე, 1966
მოიტაცეს თამარ ქალი, 1971
სპირალი, 1990
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი, 1962
ბაკულას ღორები, 1976
დიდოსტატის მარჯვენა, 1970
წარსულის აჩრდილები, 1991



მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების კითხვარი
პროექტის დასახელება: ------------------------------------
პროექტზე მუშაობის ვადები: -----------------------------
ჯგუფი: ------------------------
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
) ბევრი რამ მასწავლა;                                     ) მასწავლა;
 ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;      ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
 ) ბევრად უკეთესი გახდა;                     ) უკეთესი გახდა;
) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;         ) გაუარესდა;

3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
) სავსებით ნათელი იყო;          ) ძირითადად ნათელი იყო;
) არც ისე ნათელი იყო;              ) სრულიად გაურკვეველი იყო.

4. „მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
) სავსებით ვეთანხმები; ) ვეთანხმები; ) ნაწილობრივ ვეთანხმები; ) არ ვეთანხმები.

5.  როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".
 ) სავსებით ვეთანხმები; ) ვეთანხმები; ) ნაწილობრივ ვეთანხმები; ) არ ვეთანხმები.

6. "შედეგებით კმაყოფილი  ვარ".
) სავსებით ვეთანხმები;                    ) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;           ) არ ვეთანხმები.

7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:----------------------------------------------------------------------------
კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------

ცოდნის, ასაკის, ინტერესისა და გამოცდილების გათვალისწინება: მე-12-ე კლასი.

პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
  • პროექტის გეგმები -პროექტი დავგეგმე მოსწავლეებთან ერთად, რაც დაეხმარა მოსწავლეებს ორგანიზებულობაშიისინი ისახავენ მიზნებსაყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.
  • თვითშეფასება და რეფლექსია - გამოიყენ პროექტის მანძილზე ზეპირ, წერილობით და პროექტის განხორციელების დროს. თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას მისცემს  მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესიასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.
  • მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების კითხვარი - კითხვარის ანალიზის შედეგები დამეხმარება მომდევნო პროექტზე მუშაობისას რაც  უნდა გაითვალისწინო.

რადგან მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, მნიშვნელოვანია მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. დაკვირვებებით შევამჩნიე, რომ რამოდენიმე მოსწავლე არ აქტიურობდა და პასიურად იყვნენ განწყობილნი, ამიტომ მოვახდინე მათი  ჩართვა შედარებით ძლიერ ჯგუფებში, შევეცადე მომეხდინა მათი დაკავება  კონკრეტული როლით ჯგუფური მუშაობისას.

ვადები, ხანგრძლივობა: 2კვირა  (01.11- 15.11)

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  დაგვჭირდება კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, სახელმძღვანელოები, ფურცლები, მარკერები, საწერ–კალამი.




პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ ქალაქ თბილისის N180 საჯარო სკოლის 12 კლასის დამრიგებელი ლეილა ჭელიძე






პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  დაგვჭირდება კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, სახელმძღვანელოები, ფურცლები, მარკერები, საწერ–კალამი.




პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ ქალაქ თბილისის N180 საჯარო სკოლის 12 კლასის დამრიგებელი ლეილა ჭელიძე


პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:   likachelo25.blogspot.com











რეფლექსია-სოციალური პროექტი 

პროექტის იდეა გაჩნდა 12 კლასელების  მშობლებთან შეხვედრების პროცესში, ისინი აღნიშნავდნენ, რომ კომპიუტერთან მუდმივი კონტაქტი აქვთ მათ შვილებს, უყურებენ ბევრ არასასურველ ფილმებს და გადავწყვიტე დამეინტერესებინა ქართული ფილმებით.
იყვნენ ჩართულები როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. დაკვირვებებით შევამჩნიე, რომ რამოდენიმე მოსწავლე არ აქტიურობდა და პასიურად იყვნენ განწყობილნი, ამიტომ მოვახდინე მათი  ჩართვა შედარებით ძლიერ ჯგუფებში, შევეცადე მომეხდინა მათი დაკავება  კონკრეტული როლით ჯგუფური მუშაობისას.
პროექტის დასაწყისშივე მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ქართული ფილმების მიმართ, გადანაწილდნენ ჯგუფებში სადაც ყველა მოსწავლის ინტერესის და შესაძლებლობის სფერო იყო გათვალისწინებული. მუშაობის დროს იცავდნენ ქცევის წესებს, ყურადღებით ეკიდებოდნენ დროის ფაქტორის დაცვას. ყოველივე ამან დადებითი შედეგი გამოიღო, გაუჩნდათ ინტერესი ქართული ფილმის ნახვის. ასევე იყვნენ ჯგუფებად დაყოფილი, რაც  გამოუმუშავებთ და ასწავლით მათ გუნდურ  ჩართულობას, სწორედ ასეთი მიდგომით დაგეგმილი პროექტი ავითარებს მოსწავლის სააზროვნო უნარებს. ვფიქრობდი, რომ პროექტის განხორციელების პროცესში, ნაკლები დაინტერესება გამოეწვია, იმას, რომ ჩამოთვლილი ფილმების უმრავლესობა არის ძველი და შავთეთრი.
ჩემი აზრით ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც, მიზნად ისახავდა, ქართული ფილმების პოპულარიზაციას ახალ თაობაში. ამ პროექტის პრეზენტაციას მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდნენ მშობლებიც.  პროექტმა მოსწავლეებში გამოიწვია მეტი დაინტერესება ქართული ფილმების მეტი ნახვის.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога