პროექტი „გარემოს დაცვა“
პროექტის სახელწოდება
- „გარემოს დაცვა“
რატომ უნდა გაუფრთხილდეთ
გარემოს? დღეს-დღეობით თანამედროვე
ცხოვრებაში, გამორჩეულად დიდი პრობლემაა -
გარემოს დაცვა. გარემოს
დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება.
პროექტის მთავარი იდეა:
გარემოს დაცვა არის და იქნება უპირველესი პრობლემა დედამიწისათვის
- ამას მსოფლიოს ეკოლოგები XX
საუკუნის შუა წლეებიდან მოყოლებული გვაფრთხილებენ დღემდე. ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებმა დაინახონ, გაიაზრონ, რა უარყოფითი
შედეგები მოჰყვება, თუ არ გავუფრთხილდით ჩვენ დედაბუბებას, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მომავალისთვის სასიცოცხლოა, გააცნობიერონ ეს პრობლემა და გააცნონ ის თანასკოლელებს.
პროექტის აქტუალურობა: გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ.
ამ დღეს და არა მარტო ამ დღეს, უნდა შევახსენოთ
ყველას, რატომ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ გარემოს არ მივაყენოთ ზიანი. ვიცით
როგორ ბინძურდება წყალსაცავები, ზღვები, მდინარეები, ტყეები, ატმოსფერული ჰაერი, ავტოტრანსპორტიდან თუ სხვადასხვა სამრეწველო ობიექტებიდან წარმოებული ნარჩენებითა
და გაფრქვევებით, ამიტომ ჩვენ, როგორც შეგვიძლია ისე უნდა დავეხმაროთ ბუნებას.
პროექტის მიზნები: ჩვენი მიზანია ყველა ადამიანმა დაიცვას, გაუფრთხილდეს და შეიყვაროს „დედა ბუნება“, რადაგან ბუნება ჩვენი
სიცოცხლის ნაწილია, მისი წყალობით გვაქვს სუფთა ჰაერი და მისი წყალობით ვართ ჯამრთელები.
გარემოს დაცვა შესაძლებელია ინდივიდუალური, ორგანიზაციულ და სამთავრებო დონეზე. გარემოს
დაცვა საჭირო და აუცილებელია კაცობრიობის საკითელდღეოდ.
ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
o ჯგუფების შექმნა და საქმიანობების გადანაწილება; (1დღე)
o
მიზნის
გაცნობა; (1 დღე)
o
პროექტის
ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა; (1 დღე)
o
სამუშაო
შეხვედრები მშობლებთან და მასწავლებელთან; (1 დღე)
o ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება
( 1 დღე)
o პრეზენტაციების მომზადება პროგრამაში Powerpoint; ( 1 დღე)
o პროექტის პრეზენტაციის მოწყობა და ბუკლეტების დარიგება. (1 დღე)
მონაწილე მოსწავლეთა ასაკი:
12–13 წელი;
ვადები/ხანგრძლივობა:
1 კვირა. 4 ნოემბრიდან-11 ნოემბრამდე.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
o შესავალ ნაწილში წარმოადგენს განსახილველ საკითხებს;
o მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
o საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
o თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
o
მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი (საიტის მისამართი - google),
დამატებითი ლიტერატურა , პროექტორი, კომპიუტერი, პრინტერი, თაბახის ფურცლები, ფორმატი, ფლომასტერები/მარკერები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1)
კლასი
იყოფა 3 ჯგუფად და ირჩევა მათი ლიდერები;
2)
თითოეულ
ჯგუფს ეძლევა კონკრეტული დავალება:
I ჯგუფი - რატომ უნდა გავუფრთხილდეთ - „დედა ბუნებას“.
II ჯგუფი - რა ზიანს აყენებს გარემოს, დაბინძურება.
III ჯგუფი- როგორია ალტერნატული გზები,როგორ
უნდა უნდა გადავჭრათ პრობლემები) - დამატებითი
ლიტერატურიდან და ინტერნეტის გამოყენებით მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და დაამუშაონ
იგი;
IV ჯგუფი- იმუშავებს თემთან, მოახდენს
საზოგადოების ინფორმირებას პლაკატებით და ფლაერებით, ჩაერთვებიან მშობლებიც.
3)
დამუშავებული ინფორმაციის და ინტერნეტში
მოძიებული სურათების გამოყენებით, შექმნან სლაიდშოუ და გააკეთონ კედლის გაზეთი;
4) გააკეთონ პრეზენტაცია.
5)
დარგონ ნერგები სკოლის ეზოში.
პროექტის მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები: მოსწავლეები დაინახავენ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გააცნობიეროს
პრობლემის არსი, მიხვდნენ რომ გარემოს დანაგვიანება საფრთხეს უქმნის ჩვენს
ჯამრთელობას. საჭიროა ყველამ იგრძნოს
პასუხისმგებლობა, მომავალი თაობების წინაშე.
პროექტის მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები: ეს პროექტი შეახსენებს საზოგადოებას, რომ თვითოეულ
ადამიანის მოვალეობაა, გარემოს დაცვა და
გაფრთხილება. ყველა უნდა ჩაერთოს და გაუფრთხილდეს გარემოს, თუ სურთ რომ იცხოვრონ ჯამრთელ და სუფთა სამყაროში. ერთად შევაჩეროთ ქვეყნის დაბინძურება!
რეფლექსია-პროექტი
სოციალური პროექტი
სახელწოდებით „გარემოს დაცვა“ მიზანი იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ადამიანის
და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში
შენარჩუნების და გარემოში არსებული დაზიანებების აღმოფხვრა, რომელიც ჩვენთვის
და ჩვენი მომავალი თაობებისათვის სასიცოცხლოა. ჩვენი მიზანია ყველა ადამიანმა დაიცვას, გაუფრთხილდეს ბუნებას! ... რადაგან
ბუნება ჩვენი სიცოცხლის ნაწილია.
პროექტის დასაწყისშივე
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მითითებული მასალისადმი, გადანაწილდნენ ჯგუფებში
სადაც ყველა მოსწავლის ინტერესის და შესაძლებლობის სფერო იყო გათვალისწინებული, მუშაობის
დროს იცავდნენ ქცევის წესებს, ყურადღებით ეკიდებოდნენ დროის ფაქტორის დაცვას, ყოველივე
ამან კარგი შედეგი გამოიღო და ყველა ის მასალა რაც მათ მიერ იყო მოძიებული ინტერნეტის სხვადასხვა საიტებზე დროულად
და კარგად იქნა წარდგენილი პრეზენტაციის დროს.
ასევე იყვნენ ჯგუფებად დაყოფილი, რაც
გამოუმუშავებთ და ასწავლით მათ გუნდურ
ჩართულობას, სწორედ ასეთი მიდგომით დაგეგმილი პროექტი ავითარებს მოსწავლის სააზროვნო
უნარებს.
პროექტში წამოჭრილი პრობლემა ძალზედ
რეალურად დგას ჩვენს ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებელმა პროექტი წარმატებით განხორციელა,
რომლის მიზანი, ვადები გაიწერა თავიდანვე, რაც შესაბამისად დაგვეხმარა მიზნის სრულყოფაში.
სკოლის ეზოში დაირგა ნერგები.
პროექტი წარმატებით განხორციელდა, მივაღწიეთ დასახულ მიზანს, თუმცა უმჯობესი იქნებოდა უფრო მეტი მოსწავლე და მშობელი ჩართულიყო. ასევე დაგვერგა მეტი მწვანე ნარგავები. სამომავლოდ
დასუფთავების აქციებს მოვაწყობთ (ხელი შეგვიშალა წვიმამ და ქარმა).
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლეილა ჭელიძე
Комментарии
Отправить комментарий