პროექტი - `ჩვენ ტოლერანტები ვართ

მასწავლებელი: ლეილა ჭელიძე
მონაწილეები: V კლასის მოსწავლეები, მშობლები
პროექტის ვადა: 25.11-29.11.2019 .

თემის აქტუალობა - ჩვენი სამყარო მრავალფეროვანია. ჩვენი სამშობლო დასახელებულია სხვადასხვა ეროვნების, განსხვავებული რელიგიური მიმდევრობის, კანის ფერის თუ განსხვავებული აზროვნების ადამიანბისგან. მათი შეხედულებები და ღირებულებები ბევრ შემთხვევეაში არ ემთხვევა ადგილობრივი მოსახლეობის შეხედულებებს და ღირსებულებებს. ამიტომ შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა სახის დაპირისპირებები და კონფლიკტები, რომელიც მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროიდან ერთად ცხოვრობენ, მშვიდობიანად თანაარსებობენ მრავალი ეთნიკური, რელიგიური და სხვა ერთმანეთისაგან განსხვავებული ჯგუფები. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ტოლერანტობით, შემწყნარებლობით, სრულიად განსხვავებული ადამიანების მიმღებლობით.

პროექტის მიზანი - მოსწავლეებში გავაძლიეროთ განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა ჩვენს ქალაქში მომრავლებული სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცრესობების მიმართ. მიმღებლობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება უძველესი დროიდანვე ხომ ძალიან ორგანულია ჩვენთვის, სადაც არასდროს მომხდარა კონფლიკტები განსხვავებულობის გამო, 80 ერისა და ეროვნების, რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს არასოდეს უგვრძვნიათ არასათანადო მოპყრობა, დისკრიმინაცია, გულგრილობა და სისასტიკე.

მოკლევადიანი მიზნები -
ორგანიზება, საჭირო ინფორამციების მოძიება და შეგროვება, რესურსების მომზადება.
გრძელვადიანი მიზნები -
1)   პროექტის მომზადება.
2)   ფილმის ნახვა.
3)   თბილისის ძველი უბნების სტუმრობა.

განხორციელების გეგმები -
1)   მიზნის გაცნობა, ფილმის ყურება.
2)   სამუშაო შეხვედრები მოსწავლეებთან და მშობლებთან.
3)   პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა.
4)   პლაკატების დამზადება და გამოფენა.
5)   საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლე კიდევ ერთხელ დაინახავს და გაითვალისწინებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის კეთილგანწყობა, ერთმანეთთან მეგობრული, მშვიდობიანი დამოკიდებულება, რომ არასოდეს მოხდეს დაპირისპირება დისკრმინაციული ნიშნით.

აქტივობები
1)   მოსწავლეებს ვაჩვენე ჯეინ ელიობის ექსპერიმენტული ფილმი. ფილმმა მოსწავლეებზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ, ფილნმის განხვილვს დროს გაიმართა დისკუსია, კამათი თითქმს არ ყოფილა, რადგან ყველა თანხმდებოდა ერთ საკითხზე, დისკრიმინაცია, რა ფორმაც უნდა გამომჟღავნდეს, მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის.
2)   მოსწავლეები წავიყვანე ძველი თბილისის იმ უბანში, სადაც უძველესი დროიდანვე ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინში იბრძოდნენ, მშვიდობიანად თანაარსებობდენე ყველა ეთნიკური ჯგუფის, რელიგიური აღმსარებლობის, სხვადასხვა ტრადიციების მქონე ჩვენი მოქალაქეები. საუკუნეებია ერთმანეთის გვერდიიგვერდ დგანან ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები, ქურთული ტაძრები და არცერთ ეპოქაში, ისტორიული ძნელბედობის არცერთ პეროიდში არ უგვრძნიათ შევიწროება, დისკრიმინაცია, არასათანადო მოპყრობა და სისასტკე.

რესურსები - ფორმატები, თაბახის ფურცლები, ვიდეოფილმი, პროექტორი, ფოტოაპარატი.

პროექტის შეფასება - შედეგი გაიზომება:
)მონაწილეთა რაოდენობით;
)პროექტში ჩართული ტერიტორიების და მშობლების რაოდენობით;
)მოძიებული მასალებისა და პლაკატების ხარისხით და რაოდენობით.

ჩავუნერგოთ განსხვავებული მსოფლმხედველობის, რელიგიური შეხედულებების, კანის ფერის, ტრადიციის მიმდევარი ეთნიკური ჯგუფების მიმართ მიმღებლობა, ის როს ეს ჩვენი ცხოვრების წესია, ჩვენი ბუნებრივი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი ტოლერანტობის მაჩვენებელია და მომავალშიც არა გვაქვს უფლება სხვაგვარად ვიცხოვროთ.

რეფლექსია

პროექტის თემა არ ყოფილა შემთხვევით არჩეული. თანამედროვე მსოფლიოში სამწუხაროდ ძალიან ბევრი კონფლიტი მიმდინარეობს, რომლის მთავარი საფუძველი სხვადასხვა სახის დისკრიმინაციაა, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა ადამიანურ, რელიგიურ, ეთნიკურ ღირებულებას, ანგრევს ადამიანებს შორის და ქვეყნებს შორის დამოკიდებულებებს.
ჩვენი საზოგადოების მოვალეობად მიმაჩნია ბავშვობიდანვე ვასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთიობები, ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილების მაგალითებზე, ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის ჩვენებით, ვასწავლოთ და ჩავუნერგოთ ჩვენს მოსწავლეებს მიმღებლობა, კეთილგანწყობა, განსხვავებული ადამიანების (რელიგიის, ეთნიკური კუთვნლების, კანის ფერის, განსხვვებული აზროვნების მიუხედავად) მიმართ.
 პროექტის მიზანი - მოსწავლეებში გავაძლიეროთ განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა ჩვენს ქალაქში მომრავლებული სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცრესობების მიმართ. მიმღებლობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება უძველესი დროიდანვე ხომ ძალიან ორგანულია ჩვენთვის, სადაც არასდროს მომხდარა კონფლიკტები განსხვავებულობის გამო, 80 ერისა და ეროვნების, რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს არასოდეს უგვრძვნიათ არასათანადო მოპყრობა, დისკრიმინაცია, გულგრილობა და სისასტიკე.
ვასწავლოთ რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია, მისი წარსული და აწმყო არის იმის ნათელი მაგალითი, როგორ თანაცხოვრობენ, საუკუნეების განმავლობაში ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდით დგანან განსხვავებული ადამიანები.

1)   მოსწავლეებს ვაჩვენე ჯეინ ელიობის ექსპერიმენტული ფილმი. ფილმმა მოსწავლეებზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ, ფილმის განხვილვს დროს გაიმართა დისკუსია, კამათი თითქმის არ ყოფილა, რადგან ყველა თანხმდებოდა ერთ საკითხზე, დისკრიმინაცია, რა ფორმაც უნდა გამომჟღავნდეს, მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის.
2)   მოსწავლეები წავიყვანე ძველი თბილისის იმ უბანში, სადაც უძველესი დროიდანვე ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინში იბრძოდნენ, მშვიდობიანად თანაარსებობდნენ ყველა ეთნიკური ჯგუფის, რელიგიური აღმსარებლობის, სხვადასხვა ტრადიციების მქონე ჩვენი მოქალაქეები. საუკუნეებია ერთმანეთის გვერდიიგვერდ დგანან ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები, ქურთუტაძრები და არცერთ ეპოქაში, ისტორიული ძნელბედობის არცერთ პეროიდში არ უგვრძნიათ შევიწროება, დისკრიმინაცია, არასათანადო მოპყრობა და სისასტკე.
ვთვლი რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა, მიზანი მიღწეულია. სხვა პროექტის განხორციელების დროს  ვთვლი,  რომ კარგი იქნება მშობლების მეტი ჩართულობა.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога