სოციალური პროექტი
„სიკეთე ყველას’’.
მასწავლებელი - ლეილა ჭელიძე
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.
კლასი - VI
კლასი
პერიოდი - I - პერიოდი ტანსაცმლის შეგროვება 20 -27სექტემბერი
II დანიშნულ მისამართზე მისვლა 27 სექტემბერი
თემის აქტუალობა - თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანებს ერთმანეთის მიმართ
გულგრილი დამოკიდებულება აქვს, სხვის გულისტკივილს არაფრად აგდებენ. მზრუნველობას და ოჯახურ სითბოს მონატრებულ ბავშვებს ვიღაცამ უნდა გაულამაზოს ერთი დღე, აჩვენოს, რომ დღესასწაული ოცნება კი არა - რეალობაა, რომელიც მათ ცხოვრებაში მოულოდნელად გაჩნდება. მოსწავლეებმა კი უნდა ისწავლონ სითბოს, სიყვარულის, სიხარულისა და სიკეთის გაზიარება. არ შეიძლება ბედნიერი იყო, როცა ვიღაც ტირის, ყველას შეუძლია სიკეთის მარცვალი გადააგდოს და სხვისი ცხოვრება წამიერად მაინც გაანათოს. ვფიქრობ, ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ ბავშვები
სხვების დახმარებას, თანადგომასა და სიყვრულის გაზიარებას. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის მოსწავლეების,
მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)
ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციებისა
და ღირებულებების
მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ)
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები:
ორგანიზება და საჭირო ნივთების
შეგროვება, ბავშვთა სახლის მონახულება.
გრძელვადიანი მიზნები: ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა, სხვისი გასაჭირის
გაზიარება.
პროექტის ამოცანები
1.I ეტაპი- შეგროვდეს ტანსაცმელი მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპი- შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ხილი, ტკბილეული
3.III ეტაპი-ვიზიტი
განხორციელების გზები
1.პროექტის იდეისა,
მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. სამუშაო შეხვედრები მშობლებთან, მასწავლებლებთან და
სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
3. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
4. აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება:
5. ტანსაცმლის შეგროვება;
6. პროდუქტის,
ტკბილეულისა და სათამაშოების შეგროვება;
7.საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
8.პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა მზრუნველობა
და ოჯახურ სითბოს მოკლებული ბავშვების მიმართ. ამავე დროს დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი
საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობებ პასუხისმგებლობას,
რადგან საკუთარ წვლილს შეიტანენ ბავშვების
დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას,
სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული.
ფოტოაპარატი.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.შეგროვებული ტანსაცმლის რაოდენობით;
2.შეგროვებული პროდუქტის რაოდენობით;
3.პროექტში მონაწილე კლასების რაოდენობის მიხედვით;
4.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
refleqsia
თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს, სხვის გულისტკივილს არაფრად აგდებენ. მზრუნველობას და ოჯახურ სითბოს მონატრებულ ბავშვებს ვიღაცამ უნდა გაულამაზოს ერთი დღე, აჩვენოს, რომ დღესასწაული ოცნება კი არა -
რეალობაა, რომელიც მათ ცხოვრებაში მოულოდნელად გაჩნდება. მოსწავლეებმა კი უნდა ისწავლონ სითბოს, სიყვარულის, სიხარულისა და სიკეთის გაზიარება. არ შეიძლება ბედნიერი იყო, როცა ვიღაც ტირის, ყველას შეუძლია სიკეთის მარცვალი გადააგდოს და სხვისი ცხოვრება წამიერად მაინც გაანათოს. ვფიქრობ, ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ ბავშვები სხვების დახმარებას, თანადგომასა და სიყვრულის გაზიარებას. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მშობლების მონაწილეობით.
სიკეთე გადამდებია, სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ–ერთ წინაპირობად მიმაჩნია. პროექტი მასში მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარ – ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების ჩართულობას სიკეთის კეთებას. პროექტში ჩართული ქართულის მასწავლეებლიც. მასწავლებელი ბავშვებს ესაუბრა: თუ რას ნიშნავს სიკეთე, რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად.
შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ,რომელმაც კვლევის შედეგად (ძირითადად გამოკითხვის) დაადგინა ამ დღის ცენტრის საჭიროებების ჩამონათვალი.
პროცესში ჩავრთეთ მშობლებიც, ისინი დიდი სიამოვნებით დაგვეთანხმნენ დავხმარებოდით ამ ბავშვებს, რითაც შეგვეძლო. მოსწავლეები და მათი მშობლები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ პროექტში.
შეგროვდა უამრავი ტანსაცმელი ფეხსაცმელი,სასწავლო ნივთები სურსათი, ტკბილეული. ბავშვთა ცენტრში სტუმრობა და ამ ბავშვების მონახულება დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ჩემი მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. არ დამავიწყდება მათი ბედნიერი და კმაყოფილი სახეები, მინიჭებული იმ სიამოვნებით, რაც გაჭირვებული თანატოლების დახმარებით განიცადეს.ისინი გვერდით დაუდგნენ და დაეხმარნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი, საზოგადოების თანადგომა.
პროექტი განხორციელდა ზუსტ
ვადებში, და
მომავალ წელსაც ვაპირებთ გავაგრძელოთ რადგან ვფიქრობთ რომ
სიკეთე ამოუწურავია.
Комментарии
Отправить комментарий