სოციალური პროექტი:
კომპიუტერის
„დადებითი და უარყოფითი “ მხარეები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროექტი სახელწოდება : კომპიუტერის „დადებითი და უარყოფითი “ მხარეები
ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროექტის
მთავარი იდეა (თემა):
პროექტის
იდეა გაჩნდა, მშობლებთან შეხვედრების პროცესში, ისინი აღნიშნავდნენ, რომ
კომპიუტერთან მუდმივი კონტაქტი მათ შვილებს, ართმევს უამრავ დროს, ცუდად მოქმედებს
მათ ნერვუიულ სისტემაზე. როგორც კლასის დამრიგებელმა გადავწყვიტე
განმეხორციელებინა, აღნიშნული პროექტი,
რომელიც მოსწავლეებს და მშობლებს გააცნობს
კომპიუტერის როლს თანამედროვე მსოფლიოში და მასთან მუშაობის დადებით თუ უარყოფით
მხარეებს გაიგებენ ინფორმაციის არსს და მისი გავრცელების საშუალებებს.
კრიტერიუმები
|
|
პროექტის აქტუალურობის დასაბუთება
|
პროექტი აქტუალურია იმ
თვალსაზრისით, რომ XXI-საუკუნეში
კომპიუტერის როლი არის უმნიშვნელოვანესი, ასევე უმნიშვნელოვანესია იმ ნორმების
დაცვა, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
|
მიზნის ფორმულირება
|
მშობლებისა და დაინტერესებული
პირების ინფორმირება კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სტატისტიკებს, გაიგებენ კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის
შეზღუდვებს, რაც ასე აუცილებელია
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერთან
მუშაობის უნარ–ჩვევებს, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების
უნარ–ჩვევები, გაეცნობიან ინფორმაციის არსს, მისი გავრცელების საშუალებებს,
კომპიუტერული ტექნიკის განვითარებებს და მიღწევებს, მის სასარგებლო თუ
საზიანო მხარეებს, გაეცნობიან კომპიუტერის გამოყენების აუცილებლობას სხვადასხვა
სფეროში. ისწავლიან და გამოუმუშავდებათ გუნდური მუშაობისთვის უნარ-ჩვევები,
შექმნიან პლაკატებს, პრეზენტაციებს.
პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების შემეცნებითი ინტერესის
დაკმაყოფილებას, აგრეთვე გაუღვივდებათ ინტერესი, განუვითარდებათ კვლევის
უნარ-ჩვევები, აიმაღლებენ მოტივაციას.
|
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან
|
მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები, შინაარსი და პროექტის
სარგებლობა. ვესაუბრე თემის ირგვლივ,
შერჩეული თემიდან გამომდინარე, მოსწავლეები ოთხ ჯგუფად გადანაწილდნენ:
პირველი ჯგუფი – იმუშავებს კომპიუტერთან მუშაობის დადებით მხარეებზე, რომლის გარკვევა და შესწავლა არის პროექტის
მიზანი, ეს შეეხება როგორც აუცილებელ და სასარგებლო მხარეებს, ასევე მასთან
მუშაობისას დასაცავ ნორმებს.
მეორე ჯგუფი – იმუშავებს კომპიუტერთან მუშაობის უარყოფით მხარეებზე, რომლის გარკვევა და შესწავლა არის პროექტის
მიზანი, ეს შეეხება როგორც უარყოფით და საზიანო მხარეებს, ასევე მასთან
მუშაობისას დასაცავ ნორმებს.
მესამე ჯგუფი – იმუშავებს კომპიუტერის თუ ინტერნეტის დადებით და უარყოფით
თვისებებზე. მოიპოვენებ და შეაჯამებენ ყველა მოპოვებულ ინფორმაციას, გადაიღებენ
ფოტომასალებს, შეხვდებიან კომპიუტერის სპეციალისტებს, სხვადასხვა სფეროში
კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს და ჩვეულებრივ მოყვარულებს. ასევე
გაესაუბრებიან ფსიქოლოგებს და ექიმებს, რადგან გაიგონ თუ რა შედეგები შეიძლება
მოყვეს კომპიუტერთან მუშაობისას შეზღუდვების დარღვევას. გამოიტანს დასკვნებს,
რომელსაც საბოლოოდ წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
მეოთხე ჯგუფი- იმუშავებს თემთან, მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას პლაკატებით
და ფლაერებით, ჩაერთვებიან მშობლებიც.
|
ცოდნის, ასაკის, ინტერესისა და გამოცდილების გათვალისწინება
|
მე-12-ე კლასი.
მოსწავლეებმა
შესასრულებელი
დავალებები
თავად
აირჩიეს თავიანთი ინტერესებისა და საჭიროებების
გათვალისწინებით.
მათ
იციან
ინტერნეტში
ინფორმაციის
მოძიება,
ტექსტურ პროგრამაში მუშაობა.
|
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
|
|
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში,
დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.
|
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. დაკვირვებებით შევამჩნიე, რომ რამოდენიმე მოსწავლე არ აქტიურობდა და პასიურად იყვნენ განწყობილნი, ამიტომ მოვახდინე მათი ჩართვა შედარებით ძლიერ ჯგუფებში, შევეცადე მომეხდინა მათი დაკავება კონკრეტული როლით ჯგუფური მუშაობისას.
|
ვადები, ხანგრძლივობა: 1კვირა (21.10- 28.10)
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაგვჭირდება კომპიუტერი,
ინტერნეტი, ფოტოაპარატი, სახელმძღვანელოები, ფურცლები, მარკერები, საწერ–კალამი.
პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ ქალაქ თბილისის N180 საჯარო სკოლის 12 კლასის დამრიგებელი ლეილა
ჭელიძე
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: likachelo1965.blogspot.com
მოსწავლეთა მიერ განხორციელებული
პროექტის შეფასების კითხვარი
პროექტის დასახელება:
------------------------------------
პროექტზე მუშაობის ვადები:
-----------------------------
ჯგუფი: ------------------------
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა; ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია; დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა; ბ) უკეთესი გახდა;
გ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო; დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო; ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო; დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. „მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები; გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
5. „როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".
ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები; გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
6. "შედეგებით კმაყოფილი
„ვარ".
ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:----------------------------------------------------------------------------
კრიტიკა:
------------------------------------------------------------------------
რეფლექსია-სოციალური პროექტი
პროექტის
იდეა გაჩნდა, მშობლებთან შეხვედრების პროცესში, ისინი აღნიშნავდნენ, რომ
კომპიუტერთან მუდმივი კონტაქტი მათ შვილებს, ართმევს უამრავ დროს, ცუდად მოქმედებს
მათ ნერვუიულ სისტემაზე. როგორც კლასის დამრიგებელმა გადავწყვიტე
განმეხორციელებინა, აღნიშნული პროექტი,
რომელიც მოსწავლეებს და მშობლებს გააცნობს
კომპიუტერის როლს თანამედროვე მსოფლიოში და მასთან მუშაობის დადებით თუ უარყოფით
მხარეებს გაიგებენ ინფორმაციის არსს და მისი გავრცელების საშუალებებს.
პროექტის
მიზანი: მშობლებისა და დაინტერესებული პირების
ინფორმირება კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან
სხვადასხვა სტატისტიკებს, გაიგებენ კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის
შეზღუდვებს, რაც ასე აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. დაკვირვებებით შევამჩნიე, რომ რამოდენიმე მოსწავლე არ აქტიურობდა და პასიურად იყვნენ განწყობილნი, ამიტომ მოვახდინე მათი ჩართვა შედარებით ძლიერ ჯგუფებში, შევეცადე მომეხდინა მათი დაკავება კონკრეტული როლით ჯგუფური მუშაობისას.
პროექტის დასაწყისშივე
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მითითებული მასალისადმი, გადანაწილდნენ ჯგუფებში
სადაც ყველა მოსწავლის ინტერესის და შესაძლებლობის სფერო იყო გათვალისწინებული, მუშაობის
დროს იცავდნენ ქცევის წესებს, ყურადღებით ეკიდებოდნენ დროის ფაქტორის დაცვას, ყოველივე
ამან კარგი შედეგი გამოიღო და ყველა ის მასალა რაც მათ მიერ იყო მოძიებული ინტერნეტის სხვადასხვა საიტებზე დროულად
და კარგად იქნა წარდგენილი პრეზენტაციის დროს.
ასევე იყვნენ ჯგუფებად დაყოფილი, რაც
გამოუმუშავებთ და ასწავლით მათ გუნდურ
ჩართულობას, სწორედ ასეთი მიდგომით დაგეგმილი პროექტი ავითარებს მოსწავლის სააზროვნო
უნარებს.
ჩემი აზრით ეს პროექტი
მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც, მიზნად ისახავდა, საზოგადოების ინფორმირებას,
კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებზე. აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეებთან
ერთად მათი მშობლებიც.
სასურველია ასეთი
პროექტის კიდევ ჩატარება, რადგან ამით მოსწავლე
იძენს ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს.
Комментарии
Отправить комментарий