სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური პროექტის ხელმძღვანელი - ლეილა ჭელიძე
სსიპ ქალაქ თბილისის N180 საჯარო სკოლა
თემის მონახაზი თემის დასახელება ,,ნუ იქნები- ბულერი!“ მე-12 კლასი საბაზო საფეხური, განხორციელების დროის ჩარჩო 4 კვირა, აზროვნების ზედა დონის უნარები თანამშრომლობა, დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება პრობლემა/პროექტის აქტუალურობა.
დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება, ვიდრე ეს იყო წინა თაობაში. ასე რომ, როლური ურთიერთობები და თუნდაც ჯერ კიდეც გაუაზრებლად, მაგრამ სხვაზე ზეგავლენის მოპოვების სურვილიც ადრეულ, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს. ბულინგი-მოზარდებს შორის ძალადობაა. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ, ამიტომ სრულიად შესაძლებელია ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქმედებები ბულერის ქმედებების ანალოგიური იყოს. ამავე დროს მათ ხშირ შემთხვევაში არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან, რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
მიზანი:
Ø მოსწავლეთა
მიერ
ბულინგის
ირგვლივ
მოძიებულ
ინფორმაციის
დამუშავება
Ø ტექნოლოგიების
გამოყენება;
Ø გამოკითხვის
შედეგების
გათვალისწინებით,
დასკვნების
გამოტანა;
Ø პრევენციული
ზომებისა
და
რეკომენდაციების
შემუშავება
და
აღნიშნული
ინფორმაციის
გაზიარება
როგორც
თანატოლებთან,
ისე
ფართო
საზოგადოებისათვის.
პროექტის მდგრადობაპროექტი მდგრადია, რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. კლასის ხელმძღვანელი ხომ მოსწავლეებს უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ამიტომ პროექტის შემდგომ პერიოდში რეგულარულად მოხდება პროექტის თემაზე სამუშაო შეხვედრები, ჯგუფური დისკუსიები, კლასის საათებზეც მოხდება ფილმების ჩვენება და მათი ანალიზი და ა. შ., ვფიქრობ ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ყველა სიახლე განთავსდება ბლოგზე.
პროექტის პირველ ეტაპზე ვაწყობთ ფილმის ერთობლივად ჩვენებას სოციალური პრობლემის-,,ბულინგის“ თემაზე და ვმართავთ დისკუსიას.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაყოფილები არიან ოთხ ჯგუფებად, რომლებსაც განაწილებული აქვთ ბულინგის ოთხი მიმართულება: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, კიბერბულინგი და ფიზიკური ბულინგი.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახარისხებენ, ალაგებენ შინაარსობრივად, ატარებენ ქუჩის გამოკითხვას, სტუმრობენ სამართლებლივ ორგანოებს და საავადმყოფოებს ბულინგის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკის დასადგენად, ახდენენ მოგროვილი მასალის თავმოყრას პროგრამაში PowerPoint, ქმნიან ბლოგს პროექტის პროდუქტების განსათავსებლად და ამზადებენ ბუკლეტს საზოგადოებაში გასავრცელებლად, იღებენ ფილმს, ბოლოს აწყობენ დასრულებული პროექტის პრეზენტაციას სასურველი ფორმატით.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები.
პროექტის მსვლელობისას ხელისშემსლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:
Ø ქუჩის
გამოკითხვის
ჩასატარებლად
დაგეგმილ
დღეს
ცუდი
ამინდი
(ქარი) ;
Ø ინტერვიუერის
მხრიდან
უარი;
Ø ტექნოლოგიური
პრობლემა
ფილმის გადაღების დროს.
კარი
I.სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. XII.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ. XII.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
Ø ჯგუფების
შექმნა
და
საქმიანობების
გადანაწილება;
(2დღე)
Ø ფილმის
სცენარის
მოფიქრება, გადაღება,მონტაჟი
– (8 დღე)
Ø ინფორმაციის
მოძიება
ინტერნეტსივრცეში,
მოძიებული
ინფორმაციის
შენახვა,
დახარისხება ( 3 დღე)
Ø ქუჩის
გამოკითხვა,
ინტერვიუები
- ( 3
დღე)
Ø პრეზენტაციების
მომზადება
პროგრამაში
Powerpoint; ( 4 დღე)
Ø ბუკლეტის
ელქტრონული ვერსიის მომზადება
და
დაბეჭდვა;
(5 დღე)
Ø პროექტის
პრეზენტაციის
მოწყობა
და
ბუკლეტების
დარიგება.
(ოქტომბრის
18 რიცხვისთვის)
სპეციალური საჭიროებები
Ø მივცემ
დამატებით
დროს
კვლევის
ჩასატარებლად;
Ø დავურიგებ
პროდუქტების
შაბლონებს,
როგორიც
არის,
მაგალითად,
ბუკლეტის
შაბლონი
პროექტის
წარმატების
ხელშესაწყობად;
Ø მივცემ
მითითებებს
წყაროების
მოძიების
შესახებ;
Ø მოსწავლეებს
ჯგუფებად
დავყოფ
მათი
საჭიროებებისა
და
უნარების
მიხედვით;
Ø ვთხოვ
მოსწავლეს,
შეასრულოს
ლიდერის
როლი
ჯგუფებში
მუშაობისას;
Ø ნებას
დავრთავ
მოსწავლეებს,
შემომთავაზონ
თავიანთი დავალებები, რომლებიც
ჩემს
მიერ
მიცემული
დავალებების
ეკვივალენტურია.
Ø მივცემ
მოსწავლეებს
საშუალებას,
რომ
პროექტის
განმავლობაში
სირთულის
დონე
თავად
აირჩიონ.
შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები
პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე, თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს მსვლელობას. საჭიროების შემთხვევაში მივცე მათ დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი. პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი. შეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოხდება მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება კითხვარის გამოყენებით. თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარება შეძლონ შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, დამეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში. (შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართების სახით) პროექტისთვის საჭირო მასალები:
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
ფოტოკამერა კომპიუტერ, ციფრული კამერა, პრინტერი, პროექტორი.
ინტერნეტრესურსები- · https://www.youtube.com/watch?v=jo-9oh3GizM
· https://www.youtube.com/watch?v=AcZmrp-3yCs
ადამიანური რესურსები: მშობლები, საზოგადოება, მედიცინისა და პოლიციის მუშაკები.
ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა;
ბ) უკეთესი გახდა;
ბ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5.პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი წვლილი.
6. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კრიტიკა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი 1
პროექტის შეფასების რუბრიკა
მოსწავლე შეფასება
მოქნილობა
მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად მათი ადეკვატური გამოყენება.
მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება.
მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი შეზღუდული გამოყენება.
მოსწავლეს ძალიან უჭირს ან არ შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.
თანამშრომლობა შესანიშნავად უგებს ჯგუფის წევრებს, მაქსიმალურად თანამშრომლობს მათთან და ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას საერთო გადაწყვეტილების მიღებაში თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, არის კონტაქტური, აფიქსირებს თავის პოზიციას.
ნაწილობრივ კონტაქტობს ჯგუფის წევრებთან, ნაკლებად ერთვება საერთო გადაწყვეტილების მიღებაში ვერ შედის კონტაქტში ჯგუფის წევრებთან, არის პასიური.
საიმედოობა მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არცერთ შეხვედრას, ჯგუფის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები მოწესრიგებულია.
მოსწავლე უმიზეზოდ თითქმის არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს,თითქმის ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები უმეტესწილად მოწესრიგებულია.
პრეზენტაცია
პროექტის წარდგენამ დიდი ეფექტი მოახდინა აუდიტორიაზე.
პროექტის წარდგენამ მოახდინა ეფექტი.
პროექტის წარდგენამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა აუდი–ტორიაზე.
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი.
დაკვირვების საგანი კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში, იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია, აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ.
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი.
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი.
სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ არა შემოქმედებითად ჩართულები მუშაობის პროცესში
რეფლექსია-პროექტი
"არაბულინგს"
მე-12 კლასში პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ პროექტი „არაბულინგს". პროექტი დავგეგმეთ ჩვენი სასკოლო ცხოვრების საჭიროებებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელება დავიწყე
--2019 წლის 20 სექტემბრიდან და გაგრძელდა 20ოქტომბრიდე. პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო კვლევის ჩატარება ჩვენი სკოლის მოსწავლეებში VII –XII კლასი). შევადგინეთ კითხვარები თემებზე:
1. „როგორ გექცევიან თანაკლასელები და თანასკოლელები“;
2.
„როგორ ექცევი თანაკლასელებს და თანასკოლელებს“.
როდესაც კვლევა შევაჯამეთ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სკოლაში ძირითადად ფიზიკური და სიტყვიერი ბულინგის მსუბუქ შემთხვევებს აქვს ადგილი. მთავარი ის არის, რომ რესპოდენტები ამას ბავშვურ ხუმრობად და ოინად აღიქვამენ და საერთოდ არ იციან, რომ ესეც ბულინგის ანუ ბავშვზე ძალადობის ერთ- ერთი ფორმაა. ამიტომაც აუცილებელი გახდა მოსწავლეთა და მშობელთაცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა თემაზე „ბულინგი“. კლასი გავყავი ოთხ ჯგუფად. ერთმა ჯგუფმა მოიპოვა თეორიული და ფოტო მასალა ბავშვზე ძალადობის შესახებ, სხვადასხვა კვლევების შესახებ და მოამზადეს პრეზენტაცია: „რა არის ბულინგი“ ,ხოლო მეორე ჯგუფის მოსწავლეებმა
თვითონ დაწერეს სცენარი, თვითონვე გადაიღეს მინიფილმი და მოახდინეს ჩვენება.
მესამე ჯგუფის წევრებმა
გამოუშვეს გაზეთი და დაამზადეს ბუკლეტები, მეოთხე ჯგუფმა კი ჩაატარა გარე გამოკითხვა
და გაიმართა დისკუსია. გავაკეთეთ საინფორმაციო ბუკლეტი, რომელშიც მოკლედ იყო ცნობები ბულინგის შესახებ და მივეცით საკმაოდ კომპეტენტური ფსიქოლოგების რჩევები ბულინგის პრევენციის შესახებ.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს, დაალაგებეს შინაარსობრივად, ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა, ესტუმრნენ სამართლებლივ ორგანოებს და საავადმყოფოებ სბულინგის მსხვერპლთა და მოძალადეთ ასტატისტიკის დასადგენად,
მოახდინეს მოგროვილი მასალის თავმოყრა პროგრამაში PowerPoint, და დაამზადეს ბუკლეტი საზოგადოებაში გასავრცელებლად.
ბოლოს თანატოლებთან
მოაწყვეს დასრულებული პროექტის პრეზენტაცია სასურველი ფორმატით.
პროექტის
მსვლეობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა: მოხერხდა მოსწავლის მიერ ბულინგის
შესახებ ინფორმაციის მოძიება და გამოყენება ტექნოლოგიების გამოყენებით,
გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა, პრევენციული ზომების
და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება თანატოლებთან
და საზოგადოებასთან. თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. იყო პატარა
გაუგებრობა, როდესაც ზოგიერტმა ბავშვმა არ
მოინდომა კითხვარის შევსება და პასუხების გაცემა.
პროექტში
ყველაზე წარმატებული იყო შემდეგი აქტივობები: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება,
დამუშავება ელექტრონულ ფორმატში, პრეზენტაციების მომზადება პროგრამაში-Powerpoint. ფილმის გადაღება, დამონტაჟება, მუსიკის დადება.
Комментарии
Отправить комментарий