ისტ წრე „საზრიანები"
წრის ხელმძღვანელი: ლეილა ჭელიძე
წრის
წევრები საფუძვლიანად შეისწავლიან ისტ (ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს). მოსწავლეები ისწავლიან ინტერნეტის საშუალებით, სხვადასხვა მასალის, ფაქტების, მოძიების გზით (ინფორმაციის
სხვადასხვა წყაროს გამოყენებით) შეძლებენ მინი-ნაშრომების შექმნას და წრის
წევრებისადმი წარდგენას, რაც დაეხმარება მათ შემდგომ სწავლების, ძიების, კვლევითი
უნარ-ჩევევების გამომუშავებაში.
საწრეო
მუშაობა ხელს შეუწყობს ისტ საგნისადმი მეტ დაინტერესებას, გაიგებენ და
მოიძიებენ ამბებს იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს ჩვენი
ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, ხელოვნებასა, თუ სპორტს. წრის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი
ცოდნის მეტად წარმოჩენის. გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე, ჯგუფური მუშაობა და
პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციის, თანამშრომლობასა და თვითრეალიზაციაში.
ისტ-ის
საგანი უფრო საინტერესო რომ გავხადოთ, მოეწყობა პატარა მინი თამაშობები - ხატვის,
აპლიკაციების, გამოთვლების თუ პრეზენტაციების სახით. ბავშვებს შემეცნებითი დეტალების მოძიება და გაცნობა დაეხმარება
ყველა მოვლენის გააზრებაში, უკეთ ჩამოუყალიბებს მათ დამოუკიდებელ კომუნიკაციის
უნარ-ჩვევებს.
და
ბოლოს, საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს
გაუჩნდებათ საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა. გაიზრდება მოსწავლეთა
ცოდნის დონე და გახდებიან უფრო
აქტიურები.
წრის მიზანია:
Ø
დაეხმაროს მოსწავლეებს ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, დამოუკიდებლად მოპოვების, მართვის, დამუშავეის, შეფასების უნარის ჩამოყალიბებაში;
Ø
უნდა ფლობდეს ისტ პროდუქტების შესაქმნელ
საშუალებებს;
Ø
უნდა ფლობდეს
კვლევის ისტ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება,
შენახვა, დამუშავება, ანალიზი, დასკვენების გაკეთება ანალიზის საფუძველზე). დაეხმაროს
მოსწავლეებს შესაბამის ტექსტსა და წყაროებზე დამოუკიდებლად მუშაობის გზით, თავად
აღმოაჩინონ ესა თუ ის მოვლენები;
Ø
მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საკმარისი იქნება როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე გასაგრძელებლად.
Ø
შეეძლოს ისტ-ის გამოყენება საყოფაცხოვრებო და
რეალური ვითარების დროს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას.
წრის მეცადინეობის
გეგმა
წრის მუშაობის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
8/10/2019
ა)ჯგუფური ლიდერის არჩევა
ბ)სამუშაო გეგმის გარჩევა
ა)ჯგუფური ლიდერის არჩევა
ბ)სამუშაო გეგმის გარჩევა
(მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს
- 15- 00)
სამუშაო გეგმა
N
|
თარიღი
|
თემის დასახელება
|
საათების
რაოდენობა
|
1
|
26.09
|
ინტერნეტი
- ელექტრონული ფოსტა
|
1,00 საათი
|
2
|
03. 10
|
ვებ-
გვერდი. როგორ შევქმნათ საკუთარი
ვებ-გვერდი
|
1,00 საათი
|
3
|
10. 10
|
ტექსტური
რედაქტორი
|
1,00 საათი
|
4
|
17.10
|
მოვიძიოთ
საინტერესო ამბავი და გავაფორმოთ
|
1,00 საათი
|
5
|
24.10
|
შექმენი
საუკეთესო - „მოსაწვევი ბარათი~
|
1,00 საათი
|
6
|
31.10
|
საპრეზენტაციო
პროგრამა - სლაიდებზე მუშაობა
|
1,00 საათი
|
7
|
07.11
|
სლაიდები
და სურათები, გაფორმება, შეცვლა
|
1,00 საათი
|
8
|
14.11
|
მინი
შეჯიბრი - პრეზენტაცია - თავისუფალი თემაზე
|
1,00 საათი
|
9
|
21.11
|
ანიმაცია
და ფიგურები
|
1,00 საათი
|
10
|
28.11
|
შექმენი
შენი - ანიმაციური მოთხრობა
|
1,00 საათი
|
11
|
05.12
|
ცხრილები
და გამოთველები, დიაგრამები
|
1,00 საათი
|
12
|
12.12
|
მინი
შეჯიბრი - გამოთვლებში
|
1,00 საათი
|
13
|
19.12
|
მინი შეჯიბრი - შექმენი საკუთარი ნამუშევარი
|
1,00 საათი
|
14
|
26.12
|
განვლილი
მასალის შეჯამება
|
1,00 საათი
|
რეფლექსია
2019 სასწავლო წლის
I სემესტრში #180 საჯარო სკოლაში
შეიქმნა ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე, სახელწოდებით: „საზრიანები“.
მასში გაერთიანებულია VI კლასის მოსწავლეები. წრე ტარდება კვირაში ერთხელ, წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზროვნო, ასევე პრაქტიკულის და კითხვის უნარების განვითარებას. წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამებს. წრის მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევების განმტკიცებას. მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას.
მასში გაერთიანებულია VI კლასის მოსწავლეები. წრე ტარდება კვირაში ერთხელ, წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზროვნო, ასევე პრაქტიკულის და კითხვის უნარების განვითარებას. წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამებს. წრის მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევების განმტკიცებას. მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას.
საწრეო მუშაობის
მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით.
მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა-განმტკიცება, თვალსაჩინოებების
შექმნა და გამოყენება. იცოდნენ
ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ
საშუალებებს, გააცნობიერონ ისტ-ით სარგებლობის სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან
და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები.
ისტ-ში საწრეო მუშაობა
საჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეს ტექნოლოგიების მიმართ, რაც
მომავალში სწორად გამოყენებისა და მოხმარების საშუალებას იძლევა.
წინასწარ მოსწავლეებს
გავაცანი პროგრამა თუ რას შეისწავლიდნენ, როგორი აქტივობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.
მოსწავლეები აქტიურად
ჩაერთვნენ საწრეო მუშაობაში, ხალისით რჩებოდნენ და ასრულებდნენ მოცემულ დავალებებს,
უფრო მეტად გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნის მიმართ, გაიზარდა მოსწავლეთა
ცოდნის დონე. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და პრაქტიკულად
მისი გამოყენების უნარი. საწრეო
მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის
პოპულარიზაციას სკოლაში, უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი.
საგნის სპეციფიკიდან
გამომდინარე წრის მეცადინეობა მიმდინარეობდა სწავლა - კეთებით, მოსწავლეები შეძლებენ
საგნობრივი ცოდნის, თემის ტრანსფერს ყოველდღიულ
ცხოვრებაში.



Комментарии
Отправить комментарий