სსიპ N180 საჯარო სკოლის შერეული ჯგუფის სამუშაო შეხვედრები
შეხვედრების ძირითადი თემა:
ბავშვთა   კიბერ უსაფრთხოების აქტუალურობა და დაცვის საკითხები.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე  მასწავლებლის: ლეილა ჭელიძის
რეფლექსია

N
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
1
04/11/2019
ü  ექნებათ ინფორმაცია რას ნიშნავს ციფრული მოქალაქე.
ü  გავაცნოთ კიბერსამყაროს ძირიტადი ტერმინოლოგია, ლექსიკონის გაცნობა.
ü  რას ნიშნავს ციფრული მოქალაქე?

ü  კიბერცნობიერების ძირითადი ტერმინოლოგიის მიმოხილვა და გაცნობა.
2
11/11/2019
ü  ექნებათ ინფორმაცია ბავშვებს გააცნონ ინფორმაცია ციფრული სამყაროს დადებითი მხარეების შესახებ. ხელმისაწვდომი ონლაინ განათლება, საგანმანათლებლო რესურსები, თვითგამოხატვის საშუალებები (მაგ: თავიანთი აზრების ნამუშევრების გამოქვეყნება)
ü  რა საფრთხეს წარმოადგენს ციფრული სამყარო მოზარდისთვის : კიბერბულინგი, შანტაჟი, პირადი ინფორმაციის დაუცველობა, საშიში ონლაინ თამაშები)

ü  ბავშვები ციფრულ სამყაროში (დადებითი მხარეები)
ü  ციფრული შესაძლებლობები (განათლება, საკუთარი თავის გამოხატვა, კავშირები)
ü  ციფრული საფრთხეები
და მოზარდები


3
18/11/2019
ü  კიბერუსაფრთხოების წესების გაცნობა: როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი და საიტები უსაფრთხოდ.
ü  როგორ დავიცვათ პირადი სივრცე და ინფორმაცია.
ü  პრობლემის შესახებ მშობელთა გათვიცნობიერების უნარ-ჩვევა.
ü  კიბერუსაფრთხეობის წესები.
ü  ინფორმაცია მშობლებისთვის : როგორ დაიცვან შვილები კიბერ სამყაროს მავნე ზეგავლენისგან








გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა: 1- ძალიანარაეფექტური, 10 - ძალიანეფექტური.

1
2
3
4
5
6
7
8
9
10


რატომ იყო ეს შეხვედრაები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?

ყველა ჩვენგანი იყოს უკეთესი ციფრული მოქალაქე!...
სამყაროში სადაც დიდი დოზით არის შემოჭრილი ციფრული ტექნოლოგიები, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა სარგებელის და რა ზიანის მიღება შეგვიძლია მისგან.
ზუსტად ამ პრობლემას ეხებოდა სამუშაო შეხვედრები რომელიც ჩვენი სკოლის პედაგოგმა ქეთევან ავალიშვილმა ჩაატარა. ასეთი  შეხვედრები დამეხმარება  ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში და ასევე  კლასგარეშე აქტივობებში, თუ როგორ  უნდა გამოვიყენო აღნშნული ინფორმაცია.  
ამ შეხვედრებზე გავიგეთ რას ნიშნავს იყო ციფრული მოქალაქე, გავეცანით კიბერსამყაროს ძირითად ტერმინოლოგიას, ციფრული სამყაროს დადებით და უარყოფით მხარეებს.
ასევე:
თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ინტერნეტი გამოიყენონ უსაფრთხოდ, როგორ შეძლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორ კონტაქტებს, თამაშებს,  საიტებს უნდა ერიდონ, რათა   თავი დაიცვან კიბერბულინგის სხვადასხვა ფორმებისაგან.

ვფიქრობ აღნიშნული შეხვედრები დამეხმარება ჩემს მოსწავლეებს მივაწოდო კომპეტენტური ინფორმაცია: რაიმე მასალის მოძიებისა თუ უბრალოდ სოციალური ქსელების გამოყენების დროს, რა წესები უნდა დაიცვან და როგორ იმოქმედონ მათ.  
ისინი ხომ საკუთარ სათქმელს ბლოგებით, ვიდეოებით, სოციალური მედიით, ჟურნალ-გაზეთებით, ჰაშთაგებით, ანიმაციური ფილმებითა და სხვა საშუალებებით გამოხატავენ.

  • კიბერბულინგი ეწოდება ქმედებას, როცა ვინმე იყენებს ინტერნეტს, იმეილს, ტექსტურ შეტყობინებას, ჩათს, სოციალურ ქსელს, ონლაინფორუმს და სხვა ციფრულ ტექნოლოგიებს იმ მიზნით, რომ შეურაცხოფა მიაყენოს, დაემუქროს ან დაამციროს სხვა ადამიანი. ტრდიციული ბულინგისგან განსხვავებით, კიბერბულინგს არ სჭირდება ფიზიკური ძალა ან პირისპირ შეხვედრა.
  • ინფორმაცია უნდა მოვიხმაროთ სწორად და პასუხისმგებლობით. აუცილებელია ვისწავლოთ, როგორ მოვახდინოთ მცდარი და ჭეშმარიტი ინფორმაციის იდენტიფიცირება, დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.
  • ჩემს მოსწავლეებს ვასწავლე, რომ თუკი ისინი კიბერბულინგის მსხვერპლი გახდებიან, მნიშვნელოვანია, არ უპასუხონ არცერთ მესიჯს ან პოსტს, რომელიც მათ შესახებ დაიწერა, რაც არ უნდა მცდარი და მტკივნეული იყოს ის,  შეინახონ კიბერბულინგის გამოგზავნილი  ტექსტი, სურათი, ვებ გვერდი და აჩვენონ ზრდასრულ პიროვნებას.
  •   ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიმართონ შურისძიებას, რომ თავადაც არ გახდნენ აგრესორი, თორემ ეს უფრო გააუარესებს პრობლემებს და შეიძლება მძიმე სამართებლივრი შედეგები გამოიღოს.
  •   შეწყვიტეთ კიბერაგრესორთან ყოველგვარი ურთიერთობა. დაბლოკეთ მათი  ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და წაშალეთ სოციალური ქსელის ტაქტებიდან. ავუხსენი, რომ (მშობლების გარდა, არავის გაუზიარონ საკუთარი ინტერნეტ-პაროლი), ესაუბრონ, როგორ იყენებენ ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს.)
  • ქონდეთ უნარ-ჩვევა როგორ დაიცვან ინტერნეტ სამყაროში პირადი სივრცე და ინფორმაცია.  პრობლემა გაანდე დედას, მასწავლებელს, რათა არ გახდე მსხვერპლი.
სამუშაო შეხვედრები დამეხმარა ასევე შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველმყო  მოსწავლეების მშობლები რათა მათ შეძლონ საკუთარი არასრულწლოვანი შვილების დაცვა კიბერ საფრთხეებისგან და განახორციელონ ინტერნეტ მოხმარების მონიტორინგი.
წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შექმნილ პრეზენტაციას:   პრეზენტაციის ბმული



Комментарии

Популярные сообщения из этого блога