ოციალური პროექტის გეგმა

                                            სოციალური პროექტი

ვიზიტი:   საქართველოს ეროვნული მუზეუმი


პედაგოგი- ლეილა ჭელიძე
კლასი:    6 კლასი

მონაწილეთა რაოდენობა:  --- 18 მოსწავლე

პროექტის განხორციელების ვადა: ერთი დღე; 

მარშუტი:  თბილისი, საქართველოს  ეროვნულ მუზეუმში.

თემა:   საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური ნივთების მონახულება.  

პროექტის მიზანი: 
გაეცნონ არქეოლოგიურ მასალას და ოქროს უძველეს ნაკეთობებს და ნიმუშებს, მუზეუმში დაცულ პეტროგრაფიულ, პალეონტოლოგიურ, ფლორისტულ და ფაუნისტურ კოლექციებს.

მიზნის ფორმულირება: 
ადგილზე ნახონ და გაეცნონ როგორც ანტიკური პერიოდს ასევე მუზეუმში დაცულ უნიკალური ნივთებს; მოხდეს მუზეუმის პოპულარიზაცია, თვალსაჩინოების ადგილზე ნახვა და შემეცნება; განუვითარდეთ მიღებული ინფორმაციის განზოგადების, სინთეზირებისა და დასკვნის გამოტანის უნარი.

მოსალოდნელი შედეგი:

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე- ადგენს ცხრილს, რომელიც სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მიაკუთვნებს მათ შესაბამის ეპოქებს: აქ თავმოყრილია მილიონ-ნახევრამდე ექსპონატი, რომელიც ასახავს საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბუნებას, ქართველი და კავკასიის სხვა ერების ყოფას და კულტურას უძველესი დროიდან დღემდე.



აქტივობების შესაბამისობა მიზანთან:

მოსწავლეები გაეცნობიან უმდიდრეს არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალა, სამონეტო განძს, XIX და XX საუკუნეების ფოტომასალას.

თემა: ეპოქა
თემა: კონფლიქტები
თემა: შედეგი

XX საუკუნე
რა ბედი ეწია საქართველოს ოქროს ფონდს რუსეთის მიერ საქართველოს გასბჭოებისას
საქართველოს გასაბჭოება
ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეები.
რა ბედი ეწია საქართველოს ოქროს ფონდს რუსეთის მიერ საქართველოს გასბჭოებისას
რა წვლილი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს საგანძურის გადარჩენაზე.
სკოლაში დაბრუნებისას ფილმის ჩვენება ,,ექვთიმე“




აქტივობები:

1. ვიზიტი -  26 ოქტომბერს -14 საათზე.
2. მუზეუმში -  ანტიკური პერიოდის ნივთების ნახვა, ოქროს  საცავის დათვალიერება   XX საუკუნის  ეპოქის გაცნობა.








პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ორგანიზება: 

მოსწავლეების  შეხვედრა სკოლის ეზოში -  26 ოქტომბერს
მოსწავლეთა რაოდენობა:  18 მოსწავლე, მე- 6  კლასელები.
მასწავლებელი და ორი მშობელი.


რესურსი:  ფოტოაპარატი; მობილურები.

პროექტის მონიტორინგი და შეფასება:

Ø  დათვალიერების შემდეგად მოხდება ჩანაწერების გაკეთება

Ø  ადგილზე ნანახის ერთმანეთთან გაზიარება

Ø  სურათების გადაღება;

Ø  გაკვეთილზე მოხდება განხილვა, შედეგობრივი კავშირის დადგენა.


ცოდნა
სწავლა
რას დაამატებენ ისწავლიან
შედეგი
იმსჯელებენ რა იცოდნენ მუზეუმის შესახენ
რა ცოდნა შეიძინეს;
 რა იყო მნიშვნელოვანი.
სახლში დაბრუნების შემდეგ რას დაუმატებდნენ საკუთარი ცოდნის გასამდიდრებლად
რამდენად გაამართლა მოლოდინი შედეგმა.
კლასში გვექნება მსჯელობა



პროექტში მონაწილეთა ჩართულობა, იდეის განვითარებაში, განხორციელებაში:

მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს თავის მშობლიურ კუთხეში მარტივ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას ბუნებრივი პირობებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების თავისებურებათა ( მაგ: რეწვა, ხალხური შემოქმედება, თამაშობები) შესასწავლად.  


                                      რეფლექსია

მოსწავლეთა თხოვინით წავედით საქართველოს  ეროვნულ მუზეუმში, მასწავლებელი და 18 მოსწავლე.

პროექტი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტს.

მოსწავლეების მიზანს წარმოადგენდა  მუზეუმის მონახულება, ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილის ნახვა. მიზანმა შედეგი გამოღო, მოსწავლეები, რომლებმაც ნახეს ეს  მუზეუმი პირველად,  გაოცებას და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
მე-6 კლასელებისთის შთამბეჭდავი აღმოჩნდა მე-3 სართულზე განთავსებული ექსპონატები, საარქივო მასალის ფოტო-გამოფენა.

 სკოლასში დაბრუნებისას ნახეს ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე, რაც
მე-6 კლასელებისთვის ძალიან მოსაწონი იყო.


პროექტი გეგმის მიხედვით წარიმართა, თუმცა იყო მცირეოდენი ხარვეზი, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ საჯარო ტრანსპორტის გადატვირთვის გამო გვიან მივედით. თუმცა მუზეუმიდან ემოციურად დატვირთულები გამოვიდნენ. გადაიღეს სამახსოვრო სურათები სხვადასხვა ექსპონატებთან.

სამომავლოდ კარგი  იქნება თუ კი მოსწავლეები კიდევ მოინდომებენ სხვა მუზეუმის  ნახვას, რა დროსაც წინასწარ თვითონ გააკეთებენ პრეზენტაციას  და განიხილავდნენ  გაკვეთილზე. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога