ოციალური პროექტის გეგმა

                                            სოციალური პროექტი

ვიზიტი:   თბილისის ციფრული ხელოვნების  მუზეუმში


საგანი - ისტ

პედაგოგი- ლეილა ჭელიძე

მონაწილეთა რაოდენობა:  ---17 მოსწავლე

პროექტის განხორციელების ვადა: ერთი დღე; 

მარშუტი:  თბილისი ციფრული ხელოვნების  მუზეუმი

თემა:    ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობა

პროექტის მიზანი: ადგილზე ნახონ და გაეცნონ თანამედროვე ვირტუალურ სამყაროს, ვიზუალური და გრაფიკული ინსტალაციებს, მაღალ ტექნოლოგიებს.

მიზნის ფორმულირება: 

  •  მუზეუმის პოპულარიზაცია; თვალსაჩინოების ადგილზე ნახვა და შემეცნება;
  • განუვითარდეთ მიღებული ინფორმაციის განზოგადების, სინთეზირებისა და დასკვნის გამოტანის უნარი.
  • ჩამოუყალიბდეს მოსწავლეებს წარმოდგენა თანამედროვე ტექნოლოგიებზე.



მოსალოდნელი შედეგი:  ისტ  განვითარების პროცესი
ვიზუალურ,  გრაფიკული ინსტალაციები  და მე-21 საუკუნის თანამედროვება. ციფრული ტექნოლოგიები ხელოვნებას ფიზიკური საზღვრებისგან ათავისუფლებს.







აქტივობების შესაბამისობა მიზანთან:
 მოსწავლე აღწერს თანამედროვე ტექნოლოგიების  მიღწევებს და განვითარებას.



თემა
თემა: ციფრული ტექნოლოგიები
თემა: შედეგი

XXI საუკუნე - ტექნოლოგიები

ციფრული ხელოვნების  მიღწევები
გრფიკული ტექნიკის მიღწევების გაცნობა
მოსწავლეები გაეცნობიან  და იმსჯელებენ  მაღალ ტექნოლოგიებზე.
ვიზუალური და გრაფიკული ინსტალაციები
იმსჯელებენ XXI-ი ს მაღალ ტექნოლოგიებზე





პროექტის მონიტორინგი და შეფასება
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ეცნობა და ნახულობს ახალი ტექნოლოგიების მიღწევებსა და განვითარებას.
მოსწავლეები გაეცნობიან ციფრული ხელოვნების მუზეუმის სამ ნიმუშს, რომელიც ვირტუალურ სამყაროში ამოგზაურებს, სარკეებისა და ამრეკლელი ზედაპირის საშუალებით.
მუზეუმის დამთვალიერებელი მთლიანად იძირება იმ დროისა და თემატიკის ატმოსფეროში, რომელსაც გამოფენა ძღვნება.


მოსწავლეთა  აქტივობები:
  1.  მოსწავლეების  შეხვედრა სკოლის ეზოში.
  2. მოსწავლეთა რაოდენობა:  17 მოსწავლე  XII-კლასელი.
  3. ვიზიტი -  13 საათზე.
  4. მუზეუმში -   თბილისი ციფრული ხელოვნების  მუზეუმის დათვალიერება (თბილისი მოლის ტერიტორია) 

     რესურსი:  ფოტოაპარატი, მობილურები.


პროექტში მონაწილეთა ჩართულობა, განხორციელება:
  •  დათვალიერების შემდეგად მოხდება ჩანაწერების გაკეთება
  • ადგილზე ნანახის ერთმანეთთან გაზიარება
  • სურათების გადაღება
  •  ისტ  გაკვეთილზე მოხდება განხილვა, შედეგობრივი კავშირის დადგენა.



ცოდნა
სწავლა
რას დაამატებენ ისწავლიან
შედეგი
იმსჯელებენ რა იცოდნენ მუზეუმის შესახენ
რა ცოდნა შეიძინეს;
 რა იყო მნიშვნელოვანი.
სახლში დაბრუნების შემდეგ რას დაუმატებდნენ საკუთარი ცოდნის გასამდიდრებლად
რამდენად გაამართლა მოლოდინი შედეგმა.
კლასში გვექნება მსჯელობა



     რეფლექსია

მოსწავლეთა თხოვნით 17 მოსწავლე წავიყვანე   თბილისის ციფრული ხელოვნების მუზეუმში (თბილისის მოლში).


მოსწავლეების მიზანს წარმოადგენდა  თანამედროვე  მუზეუმის მონახულება, რომელიც პირველად გაიხსნა საქართველოში. დასახულ მიზანმა შედეგი გამოღო, მოსწავლეებმა რომლებმაც ნახეს ეს  მუზეუმი პირველად,  გაოცებას და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. პროექტი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტს.
მე-12 კლასელებისთის შთამბეჭდავი აღმოჩნდა პირველი ანიმაცია, რომელიც ვაჟა-ფშაველას ხმელი წიფელის მიხედვითაა წარმოდგენილი.
 მოსწავლეებმა გააანალიზეს  ვირტუალურ სამყაროში სამოგზაუროდ სამი განსხვავებული სივრცე.  თბილისის ციფრული სივრცე დატვირთული იყო მრავალფეროვანი, ვიზუალური და გრაფიკული ინსტალაციებით
პროექტი გეგმის მიხედვით წარიმართა, თუმცა იყო მცირეოდენი ხარვეზი, რომელიც გამოწვეული იყო რამოდენიმე მოსწავლის შეკრების ადგილზე დააგვიანებით, რის  გამოც გვიან მივედით. თუმცა მოსწავლეები მუზეუმიდან ემოციურად დატვირთულები გამოვიდნენ.

სამომავლოდ კარგი  იქნება თუ კი მოსწავლეები კიდევ მოინდომებენ ახალ ტექნოლოგიების გაცნობას და ნახვას.




Комментарии

Популярные сообщения из этого блога